ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი

Jobsy დისტანციური
Jobsy
მარკეტინგი პროფესიონალი
Premium გამოქვეყნებულია 29/05/2025
2500 - 4000 ₾ თვეში

ვაკანსიის დეტალები

სრული განაკვეთი
პროფესიონალი

აღწერა

სამუშაო არეალი: ჰიბრიდული
სამუშაო განაკვეთი: სრული

პასუხისმგებლობები:

** მარკეტინგის კამპანიების მართვა არხებზე, როგორიცაა: ინტერნეტი, დამოუკიდებელი ვებ გვერდები, სოციალური მედია, ტელევიზია, მესამე მხარის პლატფორმები, ელექტრონული ფოსტა, ვებინარები. ტრენინგი მარკეტინგის გუნდის თანამშრომლებთან ერთად.
** სოციალური მედიის და ციფრული კამპანიების გაშვება, მონიტორინგი და ანალიზი კომპანიის ბრენდებისთვის, რომლებიც შესაბამისობაში იქნება ადგილობრივი/გლობალური სტრატეგიის ბიზნეს მიზნებთან (სოციალური რეკლამები, ბანერის კამპანიები)
** ადგილობრივი ვებგვერდების ადმინისტრირება და მართვა (კორპორატიული და პროდუქციის გვერდები)
** კონტენტის შექმნა და მართვა, როგორც ციფრული სტრატეგიის ნაწილი (ტექსტი, ვიდეო, ვებინარები) ბრენდის მენეჯმენტთან და სამედიცინო საკითხების პასუხისმგებელ პირებთან თანხვედრაში.
** მუდმივი კავშირი ადგილობრივი ბრენდის, მარკეტინგის, გაყიდვებისა და გლობალური მარკეტინგის მენეჯმენტთან, რათა უზრუნველყოთ ბრენდის თანმიმდევრულობა
** კოლაბორაცია ადგილობრივ სააგენტოებთან და სიახლეებზე თვალყურის დევნება, პროექტების ბოლომდე მისაყვანად
ROI და KPI მონიტორინგი, ყოველთვიური რაპორტინგის უზრუნველყოფა.

კვალიფიკაცია და უნარები:

** დიპლომი მარკეტინგის, ციფრული მედიის ან შესაბამის სფეროში
** ციფრული მარკეტინგის 1-3 წლიანი გამოცდილება (სასურველია ფარმაცევტულ სფეროში ან FMCG ინდუსტრიაში)
** გამოცდილება საბოლოო მომხმარებელზე გამიზნული ციფრული კამპანიებით
** ანალიტიკური უნარები კამპანიების წარმატებისა და ეფექტურობის შესაფასებლად
** ინგლისური - ზედა შუალედური და მაღალი დონე სავალდებულოა
** ბევრი დავალების მჭიდრო ვადებში შესრულების უნარი
** კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და პროექტების მართვის უნარები.
** მოქნილობა, კრეატიულობა, პროაქტიურობა და ემოციური ინტელექტი.

კომპანია აპლიკანტს სთავაზობს:

** მეგობრულ და კეთილგანწყობილ გარემოს
** კონკურენტულ ხელფასს
** წლიურ ბონუსს
** სამედიცინო დაზღვევას
** მობილური ხარჯების ანაზღაურებას

შერჩევა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

** CV-ების (რეზიუმე) გადარჩევა;
** ინდივიდუალური გასაუბრება (2 ეტაპი)

კომპანიის შესახებ

Jobsy

Jobsy

ტექნოლოგიები, დასაქმება

<p>ქართული ვაკანსიების ვებგვერდი - გაფილტრეთ - გაგზავნეთ სივი - შეამოწმეთ განიხილეს თუ არა თქვენი კანდიდატურა - მიიღეთ უკუკავშირი უარყოფითი პასუხის შემთხვევაშიც</p>

1-10 employees
თბილისი

გაზიარება

მთავარი ვაკანსიები გამოქვეყნება შესვლა